აქცია!

ლამაზი ღიმილის მთავარი შემადგენელი ნაწილი თეთრი კბილებია, ამიტომ ბევრი ადამიანი სასურველი შედეგის მისაღწევად დიდ შრომასა და ფინანსებს ხარჯავს, თუმცა ზოგ შემთხვევაში მიღებული შედეგი უფრო საზიანოა ზოგადად ჯანმრთელობისა და კბილებისათვის ვიდრე სასარგებლო. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას კბილების გასათეთრებლად: ეს არის კაპების მეთოდი, რომლის ღირებულებაც ახლა ჩვენთან 500-ის ნაცვლად 400 ლარია!

‪‎ორთოდონტის რჩევა‬: რავინ ჯეირათი‬

ორთოდონტიულ პროცედურამდე აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და თერაპიული მკურნალობის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში. გამოვიყენოთ ყველა ჰიგიენური საშუალება (ორთოდონტიული ნაკრები) სრულფასოვანი ჰიგიენის მისაღწევად, რაც სამკმაოდ მნიშვნელოვანია მკურნალობის დროს. ბავშვი ორთოდონტთან კონსულტაციაზე უნდა მივიყვანოთ 7-8 წლის ასაკში, თუმცა მკურნალობას ვიწყებთ 11 წლის ასაკიდან.

‪‎‪‎სტომატოლოგის რჩევები‬

კბილების ერთ-ერთი მთავარი მტერი - ლიმონ მჟავაა. მოგეხსენებათ რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება ჭურჭლის სახეხად, ასევე მოქმედებს იგი კბილების ემალთან შეხებისას – არბილებს და აზიანებს მას. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, თუ რას სვამთ - ლიმონ მჟავა მრავალი ისეთი სასმელის შემადგენლობაშია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად მოიხმარს (ლიმონათი, კოლა და ა.შ.) და ეტიკეტზე შენიღბულია E-330 ის სახით.

გაიხსნა ჩვენი ახალი საიტი

„კუზანოვ დენტი“ ფართო პროფილის სტომატოლოგიური კლინიკაა. რამდენიმე წლიანმა წარმატებულმა პრაქტიკამ და მკურნალობაში ულტრათანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ, დამსახურებულად გაუთქვა სახელი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.კლინიკის პაციენტები ჩვენი მოქალაქეები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები და უცხოელები არიან, რომელთა დიდი ნაწილი საგანგებოდ ჩამოდის „კუზანოვ დენტში“ კბილებთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურად მოსაგვარებლად.

13 ნოემბერი 2014

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, გვყავს პროფესიონალთა გუნდი. ოჯახური და თბილი გარემო, როგორც ქართველი პაციენტებისთვის ასევე უცხოელებისთვის, გვყავს ბევრი უცხოელი პაციენტი, რომლებსაც ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს, ასევე ვთავაზობთ მედტურს,რომლის საშუალებითაც შეძლებენ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, დაათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს, თუ სურვილი ექნებათ სხვა ქალაქებსაც.

ყველას გელით კუზანოვ დენტში, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ლამაზ-ჯანმრთელ ღიმილზე!