„კუზანოვ დენტი“ ფართო პროფილის სტომატოლოგიური კლინიკაა. რამდენიმე წლიანმა წარმატებულმა პრაქტიკამ და მკურნალობაში ულტრათანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებამ, დამსახურებულად გაუთქვა სახელი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

კლინიკის პაციენტები ჩვენი მოქალაქეები, უცხოეთში მცხოვრები ქართველები და უცხოელები არიან, რომელთა დიდი ნაწილი საგანგებოდ ჩამოდის „კუზანოვ დენტში“ კბილებთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურად მოსაგვარებლად.

კლინიკა სამართლიანად ამაყობს პაციენტთა მაღალი ნდობით და გარანტირებული შედეგებით. კლინიკა დაარსების დღიდანვე მუშაობს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. პაციენტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უახლესი 3D ტექნოლოგია - CEREC, რომელმაც რეკონსტრუქ- ციულ-ესთეტიკური სტომატოლოგია პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც განსაკუთრებულად კომფორტული გახადა. CEREC-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, ის რომ არ გვიწევს კბილის დეპულპაცია (ნერვის ამოღება). მისი დამსახურებაა ისიც, რომ დღეს უკვე საქართველოში მცხოვრებთათვისაც ხელმისაწვდომია, ცნობილი „ჰოლივუდის ღიმილი“-ანუ, ქათქათა, უმაღლესი ხარისხის ფაიფურის კბილები სამ -ოთხ დღეში.

კლინიკაში ფართოდ გამოიყენება ცირკონოკერამიკული გვირგვინები, აგრეთვე უმაღლესი ხარისხის იმპლანტები, რომლებიც, მთელს მსოფლიოში პროტეზის ჩანაცვლების საუკეთესო საშუალებაა.

კუზანოვ დენტის სპეციალისტები მოგიგვარებენ კბილებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. კლინიკაში კონსულტაცია უფასოა. კუზანოვ დენტი ზრუნავს, რომ თქვენ გქონდეთ ჯანმრთელი, ქათქათა ღიმილი.